დარეჯან ჩხიკვაძე
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს კვოტით არის არჩეული. მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ჩაანაცვლა. იგი 10 წლით იქნება მოსამართლე.
ფიცის დადების ცერემონიალზე ვასილ როინიშვილის საქმიანობა ზაზა თავაძემ შეაჯამა.
ფიცის დადების ღონისძიების პარალელურად მოძრაობა „ალერნატივამ“ და „ლელომ“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლის მიერ ფიცის დადება და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქცია შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ახალი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში ინიშნება. სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს გარეთ, რომ არიან, არ ესმით, რომ როცა შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის კონსტიტუციის შეურაცხყოფა და ასევე პრეზიდენტის, და არა რომელიმე ადამიანის.
როდესაც სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, სახელმწიფო არის ამ ინსტიტუტებზე დამოკიდებული და ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები და არ დავაკნინოთ. მე არა ვარ გამომძიებელი და არ დავიწყებ ქექვას ადამიანების წარსულში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





