10 ივნისი 2020, 10:14
დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა
რეგიონი

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
გაზიარება
ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა. როგორც Imedinews-ის კორესპონდენტი იტყობინება, შემთხვევა დღეს დილას, დაახლოებით 06:00 საათზე მოხდა.
დაზიანებულია ერთი ავტომობილი და ჩამონგრეულია მიმდებარედ განთავსებული რესტორნის კედელი. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.





