დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მერმა შეაფასეს
რეგიონი

ფოტო: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები შეაფასეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 361 790 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებში გათბობის სისტემების, გადახურვისა და სანიტარული კვანძების მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე წლის განმავლობაში, დმანისის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული მიმართულებებით, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.





