29 აპრილი 2020, 20:29
ნინო ვაშაკიძე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დევნილებს სასურსათო კალათები დაურიგეს
რეგიონი

ფოტო: Facebook
გაზიარება
წალენჯიხა- ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საქართველოს პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას სახლში ესტუმრნენ.
ისინი მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და სასურსათო კალათა მიუტანეს. ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს უკვე დაეხმარნენ.





