24 აპრილი 2020, 15:34
imedi
მარნეულის მერის განცხადებით, დღეს პროდუქციის ჩაბარება წესების დაცვით მოხდება
რეგიონი

ფოტო: მარნეული TV
გაზიარება
მარნეულში, სარეალიზაციოდ პროდუქციის ჩაბარება დღეს განახლდება. მარნეულის მერის, ზაურ დარგალის თქმით, ეს პროცესი წესების დაცვით მოხდება. შედგენილია სიები და მოსახლეობა თავისი პროდუქციის ჩაბარებას შეძლებს.
მისივე თქმით, გუშინ მოსახლეობამ 200 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ჩააბარა, დღეს კი, დამატებით კიდევ 100 ტონის გატანა იგეგმება.
გუშინ, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებდნენ, ხმაური იყო და პროცესი სოციალური დისტანცირების დარღვევით მიმდინარეობდა.





