12 აპრილი 2017, 20:55
რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება
პოლიტიკა
გაზიარება
ხელისუფლების ცნობით, 2020 წლისთვის დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მგზავრობა უფრო კომფორტული გახდება.
მთავრობის გეგმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე ალტერნატიული საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. სულ ლაპარაკია 54-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის გვირაბსაც მოიცავს.
ჯერჯერობით, უცნობია, ფასიანი იქნება თუ არა ავტომფლობელთათვის ალტერნატიული გზით სარგებლობა.





