imedi
ბიბილოვის „ინაუგურაცია“ ლენინის დაბადების დღეს დაამთხვიეს
პოლიტიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია ცხინვალში, 22 აპრილს– ლენინის დაბადების დღეს დანიშნეს. ინფორმაციას pia.ge ავრცელებს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვის გამარჯვების შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცესკომ 12 აპრილს ოფიციალურად განაცხადა. საბოლოო მონაცემებით, მან ხმების 54,8% მიიღო. არჩევნების პარალელურად ცხინვალის რეგიონისთვის „სახელმწიფო ალანიის“ დარქმევის საკითხზე გამართულ რეფერენდუმში 80%–მა ინიციატივას მხარი დაუჭირა.
საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი.





