imedi
18-19 აპრილს სერგეი ლავროვი აფხაზეთში ჩავა
პოლიტიკა

სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს აფხაზეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული РИА ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს ლავროვი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს საზეიმო გახსნის ცერემონიაში. 19 აპრილს კი ის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან გამართავს მოლაპარაკებებს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე "მხარეები რუსულ-აფხაზური საგარეპოლიტიკური თანამშრომლობის კოორდინაციის და აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაზე იმსჯელებენ".
იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყებას ცხინვალსა და სოხუმში საკუთარი "საელჩოს" პროექტები ოფიციალურად აქვს გამოქვეყნებული.





