12 აპრილი 2017, 18:52
Imedi
გზებზე შეზღუდვები წესდება
პოლიტიკა

გაზიარება
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს საავტმობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
ძირულა-ხარაგაული- მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ33-კმ40 (მოლითი-წიფა) მონაკვეთზე დასაშვებია 10 ტონამდე მასის, ხოლო კმ41-კმ51 (წიფა-ჩუმათელეთი) მონაკვეთზე 20 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და მათი გადაადგილება განხორციელდება თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის გავლით.





