12 აპრილი 2017, 18:26
imedi
სააღდგომოდ გამოიდარებს
პოლიტიკა

გაზიარება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 12 -15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება.
16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ტემპერატურა 17-18 გრადუსი იქნება. თუმცა, სინოპტიკოსები საქართველოში, დღის ბოლოს, მცირე ნალექს არ გამორიცხავენ. 17 აპრილს კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.





