ლევან ჩუგოშვილი
მენაბდე: კონსტიტუციაში შრომის ზედამხედველობის შექმნაზე ჩანაწერი არ გაკეთდება
პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
არასამთავრობოების ინიციატივა შრომითი უსაფრთხოების შესახებ კონსტიტუციაში დამატებითი ჩანაწერის გაკეთებაზე არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომელიც ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია.
"გვითხრეს, რომ ამ ინიციატივას მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეწინააღმდეგება. ეს პრობლემური საკითხია. შემაშფოთებელია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 5 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სწორედ იმიტომ რომ ეფექტური ზედამხედველობის ორგანო არ არსებობს. სამწუხაროა, რომ შრომითი უსაფრთხოების სტანდარტი მცირდება", - განაცხადა მენაბდემ.
მისივე თქმით, მსგავსი ორგანოს შექმნას სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს.
დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი მესამე ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს.





