ქეთევან ფარცხალაძე
ნანუაშვილი: შესაძლოა ბათუმის მოვლენებისას უფრო ეფექტური წყლის ჭავლი ყოფილიყო
პოლიტიკა

ფოტო: ქეთი ფარცხალაძე
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის საკომიტეტო განხილვა ხმაურიანი დისკუსიით მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობა ნანუაშვილის მიერ ანგარიშში ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების შეფასებამ გამოიწვია.
უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ქუჩის გადაკეტვის შემდეგ მოქალაქეებმა დაიწყეს ძალადობა და ვანდალიზმი, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სახალხო დამცველა შეკითხვა დასვა - იქნებოდა თუ არა ეფექტური ცრემლსადენი გაზის ნაცვლად წყლის ჭავლის გამოყენება. ნანუაშვილის თქმით, გამოსაძიებელია, რამდენად სწორად მოქმედებდა სახელმწიფო.
ანგარიშის თანახმად, სამართალდამცველთა რეაქცია აქციის კანონდამრღვევთა მიმართ დაგვიანებული იყო. ხელისუფლებამ კონკრეტიკა მოითხოვა, ოპოზიციის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა კი სამართალდამცველთა ქმედებას "დარბევა" უწოდა.





