ომბუდსმენი:ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის რისკი საკმარისად არ არის შეზღუდული
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი 2016 წლის ანგარიშში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებული საქმეების შესწავლის შედეგად დაფიქსირდა პრაქტიკასა და კანონმდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.
„იყო შემთხვევა, როცა სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევამ დააზიანა ბრალდებულის პატივი და ღირსება, დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალობა. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ნაფიც მსაჯულებს დაიცავს საზოგადოებისა და მედიის ზეწოლისგან. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის კანონიერების საკმარის გარანტიებს და ნაფიც მსაჯულთა თვითნებობის რისკი საკმარისად არ არის შეზღუდული“, წერს მოხსენებაში სახალხო დამცველი.
ამ დრომდე საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 20 პროცესი ჩატარდა.





