მაგდა სარსევანიძე
აშშ-მ პროფესიული განათლების ათი პროექტი დააფინანსა
პოლიტიკა

პროექტის პრეზენტაცია
ფოტო: მაგდა სარსევანიძე
აშშ-ის მთავრობამ, საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, ათი პროექტი დააფინანსა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროექტები კონკურსის შედეგად გამოავლინა.
გამარჯვებულებს შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
დაფინანსებული პროექტები ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების განვითარებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობას.
პროექტი აშშ-ისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში ფინანსდება. კომპაქტის საბოლოო მიზანია დაძლიოს უმუშევრობა საქართველოში და ქვეყანას დაეხმაროს ადამიანური კაპიტალის ძიებასა და განვითარებაში.





