ლეილა ჯავახიშვილი
საკონსტიტუციო კომისია ქორწინების დეფინიციას და პრეზიდენტის უფლებებს განსაზღვრავს
პოლიტიკა

საკონსტიტუციო კომისია
დღეს საკონსტიტუციო კომისიის მორიგ სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და ქორწინების დეფინიციაზე იმსჯელებენ. კომისიის სხდომა პარლამენტში 11 საათზეა დანიშნული. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პროექტით, პრეზიდენტს უფლებამოსილებები არ ეზღუდება და სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებით ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენაციებს გაითვალისწინებს. რაც შეეხება იმას, უნდა განისაზღვროს თუ არა ქვეყნის მთავარ კანონში ქორწინებს დეფინიცია, უმრავლესობას საკითხზე განსხვავებული პოზიციები აქვს. პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები, მათ შორის - ოპოზიციის."მოქმედი კონსტიტუცია, რომელივ 2010 წელს მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ", ყველაზე სასარგებლო და მოსაწონია მმართველი პარტიისთვის. ჩვენ იმიტომ გავწიეთ ამხელა სამუშაო, რომ მმართველი პარტიისთვის სასარგებლო კონსტიტუცია სწორი კონსტიტუციით შევცვალოთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მისივე თქმით, კომისია, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე საბოლოო პროექტს მიიღებს.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებენ, რის შემდეგაც პროექტს კომისია გაფართოებულ შეხვედრაზე უყრის კენჭს. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე კი საყოველთაო სახალხო განხილვები გაიმართება.





