12 აპრილი 2017, 00:20
imedi
ქართული ოცნების მაჟორიტარები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ითხოვენ
პოლიტიკა
გაზიარება
"ქართულ ოცნებას", შესაძლოა, მაჟორიტარები აუჯანყდნენ. საქმე ეხება არჩევნების მაჟორიტარული წესის შესაძლო გაუქმებას, რომელსაც მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატები არ თანხმდებიან. თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, ისინი, სავარაუდოდ, ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერენ.





