11 აპრილი 2017, 19:49
4 სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
პოლიტიკა

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
გაზიარება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობას ისევ აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, კომპენსაციების ოდენობაც მიზერულია. ისინი თანხის დამატებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა მინისტრი შეხვდა.
ნაგავსაყრელს "ჰიგიენა 2009" აშენებს. კომპანიის დირექტორმა 5 მილიონი ლარი მიითვისა და მიიმალა.
პროექტს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (IBRD) 7 მილიონი ევროთი აფინანსებს.
მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ბათუმის და ქობულეთის ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება.





