ფრესკო: გასახდელების ვიდეომონიტორინგს ქალები ახორციელებენ
პოლიტიკა

"ფრესკო" ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს. კომპანიის განმარტებით, ვიდეოკამერები ღიადაა დამონტაჟებული, ქურდობის და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტების დასაფიქსირებლად, მონიტორინგს კი, ქალი თანამშრომლები ახორციელებენ.
"ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლების მტკიცებით, ყველა სუპერმარკეტის ქალთა გასახდელებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, ვიდეომასალაზე წვდომა კი, არამხოლოდ მონიტორინგის ქალ თანამშრომლებს, არამედ მამაკაც თანამშრომლებსაც აქვთ - დაცვის უფროსს, მის მოადგილეს და სხვ.
პროფკავშირების გაერთიანების თანჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და პროკურატურაში განცხადებები შეაქვს.
7 თებერვალს "ფრესკოს" თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა - ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე და ზეწოლაზე საუბრობდნენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტები ვერ გამოავლინა.
კომპანია და კომპანიის დამფუძენებლი ვასილ სოფრომაძე ბრალდებებს უარყოფენ.





