11 აპრილი 2017, 22:33
ანა ბერუკაშვილი
ნარმანია მეორე ვადით მერობას არ გამორიცხავს
პოლიტიკა

გაზიარება
დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ თბილისის მერად მეორედ იყაროს კენჭი. ამის თაობაზე შეკითხვა დედაქალაქის მერს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფრაქცია "ევროპული საქართველოს " წევრმა დავით ავალიანმა დაუსვა.
ნარმანია ამბობს, რომ გუნდური თამაშის პრინციპის მომხრეა, მისი თქმით, სწორედ გუნდმა უნდა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებისთვის პასუხი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.





