imedi
მარგველაშვილი: რუსული ენა არ უნდა დავივიწყოთ
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსული ენა ინფორმაციის გავრცელებისთვის ძალიან კომფორტულია.
"საინფორმაციო იარაღი, რომელიც გვაქვს, არაფრის დიდებით არ უნდა ჩავხსნათ. ბევრად მეტად უნდა გამოვიყენოთ, ერთიანი მესიჯის მისატანად. აფხაზებს, ოსებს და ეთნიკურ უმცირესობებს ერთი-ერთზე თუ დავტოვებთ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან, რომელიც კარგად და ეფექტურად მუშაობს, მაშინ არ ვიცი, ამ ადამიანების ინტეგრაციას რის ხარჯზე ვაპირებთ. როდესაც სიმართლე გაგაჩნია, მისი გავრცელების საშუალებები არ უნდა ჩახსნა. ასე რომ, რუსული ენა არ უნდა დავივიწყოთ, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.





