მაგდა სარსევანიძე
დეკანოზთან აღსარების ჩასაბარებლად შევიდნენ
პოლიტიკა

მამა რევაზი (სიხარულიძე)
მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგისთან (მამალაძე) მამა რევაზი (სიხარულიძე) შევიდა აღსარების ჩასაბარებლად.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ზიარება სურდა. დეკანოზმა დაასახელა ორი სასულიერო პირი, მამა რევაზი (სიხარულიძე) და მამა კახაბერი (გოგოტიშვილი), რომელთა ნახვაც სურდა.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





