11 აპრილი 2017, 17:58
მარიამ მაისურაძე
ენერგოომბუდსმენი: ყველაზე მეტი საჩივარი წყალმომარაგების სექტორშია
პოლიტიკა

გაზიარება
ენერგეტიკის რომელი სფეროს მიმართ აქვთ ყველაზე მეტი პრეტენზიები მოქალაქეებს? ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც 2016 წელს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში არსებულ პრობლემებს ასახავს.
საჩივრების მხრივ წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს. ელექტროენერგეტიკის სფეროში კვლავ პრობლემად რჩება მომხმარებლის ბარათებზე ასახული ხანდაზმული ვალები და უსაფუძვლოდ განხორციელებული დარიცხვები. ბუნებრივი გაზის სფეროში კი წლის ბოლოს უსაფრთხოების პრობლემებმა იმატა, აღნიშნულია ენერგოუმბუდსმენის ანგარიშში.





