11 აპრილი 2017, 13:05
მარიამ ქართველიშვილი
კანონმდებლები შშმ პირთა მშობლებს ხვდებიან
პოლიტიკა

გაზიარება
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი შშმ პირთა მშობლებთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას მართავს. რიგით მეორე შეხვედრის მთავარი თემა შშმ პირების განათლების და კულტურის სფეროში სრული ინტეგრაცია, ინკლუზიური განათლების დონის ამაღლება და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სამუშაო შეხვედრაში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობს.





