დიტო ყირიმლიშვილი
საჯარო რეესტრმა უცხოეთში მდებარე ქართული ქონების რეგისტრაცია დაიწყო
პოლიტიკა

ლევილის მამული
იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საზღვარგარეთ მდებარე საქართველოს კუთვნილ მიწებზე სახელმწიფოს უფლების რეგისტრაცია დაიწყო. პირველი უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში აისახა საფრანგეთში მდებარე ლევილის მამულია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე სისტემატურად აღირიცხება საზღვარგარეთ სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ქონების მისამართი, მიწისა და შენობა-ნაგებობების ფართობი და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია რეესტრის ვებგვერდზე ნახონ.
საფრანგეთში მდებარე ლევილის მამული საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად 2016 წელს გადმოეცა. ქონების აღწერის ნუსხაში პირველი სიმბოლური ადგილიც სწორედ მას ერგო.





