ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პოლიტიკა

ზვიად კვაჭანტირაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა. კვაჭანტირაძემ წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს კობა ნარჩემაშვილიც.
რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.
უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა. გედევან ფოფხაძემ პარტიიდან და უმრავლესობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება 25 თებერვალს გააკეთა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმრავლესობა შეიძლება გია ჟორჟოლიანმაც დატოვოს. უმრავლესობიდან მეტი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში "ევროპული საქართველო" უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.




