საკონსტიტუციო კომისია მორიგ შეხვედრას მართავს
პოლიტიკა

პარლამენტი
საკონსტიტუციო კომისია დღეს მორიგ შეხვედრას მართავს. საუბარია პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის, ასევე პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების გაერთიანებულ სხდომაზე.
დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხის განხილვა იგეგმება. ესენია პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესები. კომისიის წევრი კონსტიტუციონალისტები პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ შეთავაზებულ ვერსიას აკრიტიკებენ, კერძოდ, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების საკითხს. პოზიციას იზიარებენ ოპოზიციაშიც, სადაც არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მანდატების სამართლიანად გადანაწილებას ითხოვენ. ისინი კომისიის მუშაობას ფასადურს უწოდებენ.
საკონსტიტუციო კომისიამ საქმიანობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო.





