ნარმანია საკრებულოში ანგარიშით წარდგება
პოლიტიკა

დავით ნარმანია
თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშით დღეს დედაქალაქის მერი წარდგება. „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საკრებულოს წევრებს საშუალება ექნებათ, მერს კითხვები დაუსვან.
დავით ნარმანიასთან კითხვები ექნებათ „ევროპული საქართველოს“ წევრებს. მათი თქმით, მერს კითხვებს კორუფციასა და ნეპოტიზმზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და დედაქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსვამენ.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ის ნარმანიას მერობის პერიოდს შეაჯამებს და ისაუბრებს, თუ რის გაკეთება შეძლო მერიამ ამ დროის განმავლობაში. დავით ნარმანიას საკრებულოში 4 საათზე ელოდებიან.





