რესპუბლიკელები თბილისის მერად ელისაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი
"რესპუბლიკური პარტია" ალეკო ელისაშვილთან თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენაზე კონსულტაციებს ადასტურებს. ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
"ოფიციალური შეთავაზება, განცხადება არ ყოფილა, თუმცა, მასთან საუბარი მიდის. მე არ გამიკვირდება, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ" ალეკო ელისაშვილს მხარი დაუჭიროს. ჩვენ არ გვყავს და არ ვაპირებთ მერობის კანდიდატის წამოყენებას. ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მერობის კანდიდატად ჩვენი პარტიიდან ვერავის ვხედავთ," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
"რესპუბლიკურ პარტიასთან" კონსულტაციები საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც დაადასტურა.





