ანდრეი ჯუფალაკიანი
პუტინმა ბიბილოვს მისალოცი ტელეგრამა უკვე გაუგზავნა
პოლიტიკა

ანტოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს გამარჯვება მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის თანადგომა გაგრძელდება, მათ შორის, უსაფრთხოების მიმართულებით. პუტინი იმედოვნებს, რომ ”ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განვითარდება”.
ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. ცესკომ დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა: ანატოლი ბიბილოვი - 57,98 %, ლეონიდ თიბილოვი - 30 %, ალან გაგლოევი - 11,1 %. "ხმების 54,9 % მივიღე. ასე რომ, გავიმარჯვე", - განაცხადა ბიბილოვმა.
რაც შეეხება ე. წ. რეფერენდუმს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას 78 %-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.





