მარიამ პაკაცოშვილი
900 მაგისტრანტს სწავლა დაუფინანსდება
პოლიტიკა

წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 13 300 აპლიკანტი დარეგისტრირდა. სახელმწიფოს მათ დასაფინანსებლად 2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ანუ, უფასოდ დაახლოებით 900 მათგანი ისწავლის.
ინფორმაციას EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე წერეთლის განცხადებაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გასულ წელთან შედარებით, მსურველთა რაოდენობა 700 -ით გაიზარდა.
გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, როდენობრივი მსჯელობა.
ბარიერები, ამ ნაწილების მიხედვით ასეთია: წაკითხულის გააზრება – 30%. ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 21 ქულიდან უნდა დააგროვოს 6,3 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 6,4 ქულა. ანალიტიკური წერა – 30%. ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 20 ქულიდან უნდა დააგროვოს 6 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 7 ქულა. ლოგიკური მსჯელობა – 30%; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 17 ქულიდან უნდა დააგროვოს 5,1 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 5,2 ქულა. როდენობრივი მსჯელობა – 25%; ბარიერის გადასალახად აპლიკანტმა მაქსიმალური 20 ქულიდან უნდა დააგროვოს 5 ქულაზე მეტი, ანუ მინიმუმ 5,2 ქულა.
ივანე წერეთლის განცხადებით, მაგისტრანტებისთვის გამოცდა გასული წლის მსგავსად, სავარაუდოდ, ისევ ივლისში ჩატარდება.





