10 აპრილი 2017, 23:04
დავით კაპიტანოვი
ქართველი წყალბურთელები 11 აპრილს იტალიის ნაკრებს შეხვდებიან
პოლიტიკა

გაზიარება
11 აპრილს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს გაერთიანებული ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ბოლო შეხვედრას გამართავს.
ქართველი წყალბურთელები სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" ჯგუფის ფავორიტს, იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დღეს სრული საბრძოლო შემადგენლობით ივარჯიშა.
იტალია ხუთი ტურის შემდეგ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კი ჯერ არც ერთი ქულა არ აქვს აღებული. საქართველო - იტალიის შეხვედრა სპორტკომპლექს "ოლიმპიკზე", 11 აპრილს, 20:30 საათზე დაიწყება.





