უგულავამ პრეზიდენტი უკან მიდევნებულ ლამპარს შეადარა
პოლიტიკა

გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტი უკან მიდევნებულ ლამპარს შეადარა. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ეს ფრაზა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასებისას გააკეთა.
გიგი უგულავას განცხადებით, პრეზიდენტი არ იყენებს თავის უფლებამოსილებებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ქმედებებს. „სულხან-საბას გამონათქვამს გამოვიყენებ, უკან მიდევნებული ლამპარივით გვყავს დღეს პრეზიდენტი, არადა მას აქვს ბევრი უფლებამოსილება, მას აქვს პირდაპირი არჩეული პრეზიდენტის მანდატი. ის წარადგენს მოსამართლეებს, ბანკის მართველებს და ა.შ, რომელსაც არ იყენებს“, - განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია „იმედზე“.
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასებისას უგულავამ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციით „პრეზიდენტის დასუსტება უფრო ხდება“.





