დეპუტატის მინიმალური ასაკი 25 წლამდე გაიზრდება
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი შესაძლოა 21–იდან 25 წლამდე გაიზარდოს. კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტი ითვალისწინებს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მომზადებული ცვლილებებით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 10 წელი მაინც უცხოვრია.
პარლამენტის დეპუტატის მინიმალური ასაკის შესახებ ცვლილება კონსტიტუციაში 2012 წლის მაისში შევიდა. მაშინ ამ ცვლილებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი სურვილი იყო. იმავე წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველად, პარლამენტის წევრი 21 წლის მარიამ საჯაია გახდა. ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.





