დავით კაპიტანოვი
ქართველმა მოციგურავემ ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
პოლიტიკა

მორის ყვითელაშვილი
ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ფიგურულ სრიალში ფინეთის დედალაქში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 24-ი ქვეყნის 36 მოციგურავე გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. მოკლე პროგრამის შემდეგ, ყვითელაშვილმა პირველი დღე მე-19 ადგილზე დაასრულა. თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მოციგურავემ კი მე-11 ადგილი დაიკავა. ჯამში კი მე-13 ადგილზე გავიდა და საქართველოს პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.
ყვითელაშვილის წარმატებაზე დღეს, ოლიმპიურ კომიტეტში ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრეს.





