10 აპრილი 2017, 20:46
ნატო ცხინვალის არჩევნებს არ აღიარებს
პოლიტიკა

გაზიარება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს. აღნიშნულის შესახებ ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ცალმხრივი ნაბიჯები რეგიონის სახელის ან სტატუსის შეცვლის თაობაზე ზიანს აყენებს საქართველოში სიტუაციის დარეგულირებას. ნატო არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალიანსის განცხადებით, „ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.





