10 აპრილი 2017, 16:15
28 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინები გადაეცა
პოლიტიკა

გაზიარება
მარნეულში, 28 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა.
პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი.





