საქართველოში 12 აპრილს გამოიდარებს
პოლიტიკა

დღეს საქართველოს ზოგ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -2 გრადუსამდე დაეცეს. სინოპტიკოსები გამოდარებას 12 აპრილს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20-25 გრადუსს მიაღწევს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრი ავრცელებს.
სინოპტიკოსები 10-11 აპრილს არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ . მაღალმთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობასა და ბარში დღეს და ხვალ 10-15 გრადუსი იქნება, ხოლო ღამის ტემპერატურა 0-დან +5-მდე მიაღწევს. შიდა ქართლში შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურა დღეს -2 გრადუსამდე დაეცეს.
13 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 14 აპრილს შედარებით გამოიდარებს.





