თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევა
პოლიტიკა

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციების გამო თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევა - მერიის სარეზერვო ფონდში ერთი მილიონი ლარი გადაირიცხება და შემდეგ დაზარალებულებზე გაიცემა.
შეთანხმება მიღწეულია - დაზარალებული ერთჯერადად 3 000 ლარს მიიღებს. სულ 345 დაზარალებულია.
"თანხა გამგეობიდანაც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც გაიცემა, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახზე, 500-დან 1 500 ლარამდე", - განმარტა "ქართული ოცნების" წევრმა, ჯაბა სამუშიამ.
დაზარალებულები 5 000 ლარს ითხოვდნენ.
"გამოძიების დასრულებამდე და ზარალის დათვლამდე 5 000 ლარს ვითხოვდით. მერიის სარეზერვო ფონდს მილიონი ლარი ემატება. ფონდში თანხა იყო და ვიკითხავთ, რატომ ამატებენ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარინა დათუკიშვილი.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს 3 000 ლარი, 24 მარტს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თბილისის საკრებულომ შესთავაზა. ისინი საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა.





