თამარ გაზდელიანი
კონსტიტუციის სამუშაო ვერსიით, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს
პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუციის სამუშაო ვერსია
საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის სამუშაო ვერსია არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნა.
კონსტიტუციის სამუშაო ვერსიაში წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება.
სამუშაო ვერსიაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 10-13 აპრილს მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც რედაქციული ხასიათის განხილვები საბოლოოდ დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პროექტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გატანა.
"სავარაუდოდ, აპრილის ბოლო კვირაში კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც განვიხილავთ უკვე საბოლოო, შეჯერებულ დოკუმენტს, რომლის კენჭისყრისა და განხილვის ფორმატზე მოგვიანებით შევთანხმდებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.





