09 აპრილი 2017, 22:03
დელტა: კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
პოლიტიკა

გაზიარება
8 აპრილს კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა - ინფორმაციას სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" ავრცელებს:
"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დააფიქსირა (სეტყვის ალბათობა - 80 %, მარცვლების სავარაუდო ზომა - 10-15 მმ). ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. გაისროლეს 161 რაკეტა. შედეგად, ღრუბლის მასების უდიდესი ნაწილი ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა".





