imedi
ხვალ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იხსნება
პოლიტიკა

ხვალ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნება. ინფორმაციას ipn.ge, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატზე დაყრდნობით, ავრცელებს.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაკან ილდემი. 11 აპრილს კი, ფორუმში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა - სახალხო დიპლომატიის როლი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, ნატოსა და ევროკავშირის მაგალითზე; ჰიბრიდული ომის ახალი გამოწვევები, პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიები, კიბერომი და ასე შემდეგ.
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი 08:45 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" გაიხსნება.





