09 აპრილი 2017, 23:10
imedi
ეგვიპტეში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
პოლიტიკა

გაზიარება
ეგვიპტეში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დაშავებულან.
ცხელი ხაზი: 01011088844
ტანტის წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება მოხდა პოლიციის საწვრთნელ ცენტრთანაც.
ალექსანდრიის წმ. მარკოზის სახელობის კოპტურ ეკლესიასთან ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 11 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. ეკლესიაში იმყოფებოდა სრულიად აფრიკის და ალექსანდრიის პაპი, პატრიარქი თეოდორე II.





