სოფიო ოხანაშვილი
პარლამენტთან ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
პოლიტიკა

აქცია
ფოტო: სოფო ოხანაშვილი
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტის წინ ზვიად გამსახურდიას მომხრეების აქცია მიმდინარეობს. როგორც ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, გამოძიებამ შვილები დაზარალებულად არ სცნო. "ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მასალებზე წვდომა არ ვექნება", - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
31 მარტს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიება მოითხოვეს. 27 მარტს იმავე მოთხოვნით ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





