09 აპრილი 2017, 12:16
კახაბერ კუპატაძე
თელავში 9 აპრილს დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს
პოლიტიკა

თელავი
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გაზიარება
9 აპრილს დაღუპულთა ხსნოვნას პატივი მიაგეს თელავშიც. ამავე სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ მემორიალთან მივიდნენ და 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმაც.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.





