ანა შეპკინა
გორში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
პოლიტიკა

გორი
ფოტო: ანა შეპკინა
9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს გორშიც. ამავე სახელობის სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე შექმნილი წარმოდგენა დადგეს, ღონისძიების დასასრულს კი სიმბოლურად მტრედები გაუშვეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.





