09 აპრილი 2017, 10:24
სამხრეთ ოსეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე. წ. რეფერენდუმი ტარდება
პოლიტიკა

გაზიარება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე. წ. რეფერენდუმი ტარდება.
ე. წ. ცესკო-ს განცხადებით, "სულ 77 საარჩევნო უბანია, მათ შორის - 5 საზღვრებს მიღმა, აქედან ერთი - სოხუმში".
ე. წ. საპრეზიდენტო რჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი ე. წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ე. წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და ე. წ. КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
ე. წ. რეფერენდუმი იმის გასარკვევად ტარდება, უნდა თუ არა მოსახლეობას სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა. ლეონიდ თიბილოვის სურვილი "ისტორიული სახელის - ალანია - დაბრუნებაა".





