სოფიო ოხანაშვილი
პატრიარქი 9 აპრილს დაღუპულებისთვის პანაშვიდს იხდის
პოლიტიკა

9 აპრილის მემორიალთან
ამ წუთებში პატრიარქი 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისთვის პანაშვიდს იხდის. იქ იმყოფება პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.





