imedi
დეპუტატებმა და მინისტრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
პოლიტიკა

9 აპრილის მემორიალთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, აგრეთვე, სპორტის, გარემოსა და დევნილთა მინისტრებმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
"ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოკიდებლობისათვის გაწირეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც, რომლებმაც მემორიალთან სანთლები დაანთეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.





