09 აპრილი 2017, 00:08
ანა შეპკინა
გორში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
პოლიტიკა

9 აპრილის მემორიალი გორში
ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
გორში 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს. 28 წლის წინანდელი ტრაგედიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება 9 აპრილის სკვერში მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დილით სკვერში მდებარე მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ, ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია კი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარაკლისს გადაიხდის.





