ომბუდსმენი პარლამენტს, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს საკონსტიტუციოში უჩივის
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი
ომბუდსმენმა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
უჩა ნანუაშვილს სადავოდ მიიჩნია ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის დადგენის წესს განსაზღვრავს. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტი, ასევე, შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები არიან.
როგორც საკონსტიტუციო სარჩელშია მითითებული, სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რაც პოლიციის მხრიდან თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების საფრთხეს ქმნის და ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი რისკი არსებობს.
საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, თუმცა, სასამართლომ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სადავო ნორმის შეჩერებაზე ომბუდსმენს უარი უთხრა.





